მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩმა რუსეთში თანამდებობა დატოვა

63135859db1cb
თამთა ჯიჯავაძე
03.09.22 17:33
641
ევროკავშირის ელჩმა რუსეთში მარკუს ედერერმა თანამდებობა 2022 წლის 1 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც პარასკევს, 2 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ედერერმა წასვლის მიზეზები არ დააკონკრეტა. „ჩემს პოსტს მშვიდად ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, გავაკეთე“, - თქვა მან და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ევროპული მხარდაჭერა.

”ჩვენ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა სივრცე, რომელიც სულ უფრო შეზღუდული იყო ხელისუფლების მიერ, ჩვენ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა იგი ღიად,” - თქვა ედერერმა.

აღსანიშნავია, რომ ედერერი ევროკავშირის ელჩად რუსეთში თითქმის ხუთი წელი მუშაობდა. ვინ ჩაანაცვლებს ედერერს რუსეთში ევროკავშირის ელჩად, ჯერჯერობით უცნობია.