მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ კოვიდ-პასპორტების გაცემა დაიწყო

60b6908ae7d5c
თამთა ჯიჯავაძე
01.06.21 23:53
829
ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ კოვიდ-პასპორტების გაცემა დაიწყო. მათ შორის არიან ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ხორვატია და პოლონეთი. ინფორმაციას ამის შესახებ schengenvisainfo ავრცელებს.

ევროკომისიის ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, კიდევ უფრო მეტი წევრი ქვეყანა შეუერთდება ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს მომდევნო დღეებში ან კვირებში.

როგორც ჯანდაცვის და საკვების უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმაც მალე დაასრულონ შიდა სისტემების ამუშავება, რათა ერთიანმა სისტემამ სრულად შეძლოს ამოქმედება ზაფხულის სეზონზე.

„ევროკავშირის მოქალაქეები მოგზაურობის დაწყებას ელოდებიან. მათ ეს სურთ უსაფრთხოდ შეძლონ. ამ გზაზე კი ევროკავშირის სერტიფიკატი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, კოვიდ-სერტიფიკატის გაცემის სისტემა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში 1 ივლისამდე უნდა ამოქმედდეს. კოვიდ-პასპორტში განთავსებული იქნება ინფორმაცია მოქალაქეების მიერ ჩატარებული ვაქცინაციის, ტესტის და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ.

კოვიდ-პასპორტი ევროპელების თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველყოფს.