06.ივლისი .2021 00:00

ევროკავშირის ყველაზე მდიდარი და ღარიბი სახელმწიფოები

ევროკავშირის ყველაზე მდიდარი და ღარიბი სახელმწიფოები
views 5959
უკან

დანიის ცენტრალური ბანკის მიხედვით, ფულადი და საპენსიო დანაზოგის გათვალისწინებით, ევროკავშირში ყველაზე მდიდრები დანიელები არიან. თითოეულ მოქალაქეს საშუალოდ 1.3 მილიონი კრონა ($208 000) ფინანსური აქტივი აქვს – ორჯერ მეტი ევროკავშირის მაჩვენებელთან შედარებით.

დანიის შემდეგ, პირველი ხუთეულში ადგილს იკავებს ნიდერლანდები, შვედეთი, ლუქსემბურგი და ბელგია. აღნიშნულ სახელმწიფოებში ბანკები ანაბრების მფლობელებს ხშირად უარყოფით საპროცენტო განაკვეთს უწესებს. დანია მსოფლიო რეკორდსმენია უარყოფით საპროცენტო განაკვეთში; მსგავსი სისტემა ცენტრალურმა ბანკმა პირველად 2012 წელს გაცვლითი კურსის კონტროლისთვის გამოიყენა.

ხორვატია, პოლონეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი კი ევროკავშირში ყველაზე ღარიბ სახელმწიფოებად ითვლებიან.

დანიის მოსახლეობას, ლუქსემბურგის შემდეგ, ყველაზე მეტი სესხი აქვს აღებული ევროპაში. ცენტრალური ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე სასესხო ვალდებულება 560, 000 კრონაა ($65 305).

Nykredit Wealth Management-ის ეკონომისტი კამილა პაულსენი რეიტინგში დანიის კარგ მაჩვენებელს უკავშირებს ათწლეულის წინ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, საპენსიო დანაზოგის პროგრამას. თავად 50 წლის ეკონომისტმაც დანაზოგის გაკეთება 19 წლის ასაკიდან დაიწყო.

Forbes.ge