მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ოჯახების 7% ფინანსური პრობლემების გამო კომუნალურებს დროულად ვერ იხდის

5e25eae9e5b8b
BM.GE
21.01.20 00:00
902
ევროკავშირში ოჯახების 7% ფინანსური პრობლემების გამო კომუნალურებს დროულად ვერ იხდის. ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს. აღნიშნული მონაცემები 2018 წლისაა, 2013 წელს კი ეს მაჩვენებლი 10% იყო.

ევროპის ქვეყნებს შორის ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა საბერძნეთშია, სადაც 2018 წლის მდგომარეობით, ოჯახების 36% ვერ იხდის კომუნალურ გადასახადებს დროულად. მას მოჰყვება ბულგარეთი 30%-ით.

ყველაზე დაბალი პროცნტული მაჩვენებელი კი ნიდერლანდებს (1,5%), ჩეხეთს (2,1%), შვედეთს (2,2%) და ავსტრიას (2,4%) აქვთ.

Eurostat-ის ცნობით, სირთულეებს ძირითადად ის ოჯახები განიცდიან, რომლებიც შვილებსაც არჩენენ.