მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც ბუღალტერი თავზე წამოირტყამს: ეს რა დღეში ვართო, ფასები გადაიხედება" - რესტორატორი კომუნალურების გაძვირების შედეგზე

კოტე გაბრიჩიძე

1-ელი იანვრიდან, კერძო სექტორს წყლისა და გაზის გადასახადი გაუძვირდა, ელექტროენერგიის კი გაუიაფდა. კერძოდ, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის ერთ კუბურ მეტრზე ბუნებრივი გაზის ფასი 1,29 ლარით განისაზღვრა. 1.29 ლარით განისაზღვრა "თელავგაზის" ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვის. რაც შეეხება თბილისი ენერჯის.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.20 ლარია. რაც შეეხება წყალს, თბილისში არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 8. 80 ლარით, რუსთავში კი 6.50 ლარით განისაზღვრა.

"რესტორატორთა ასოციაციის" პრეზიდენტი, კოტე გაბრიჩიძე BMG-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თვეში რესტორნებში პროდუქცია გაძვირდეს.

"შემოვიდა დადებითი ინფორმაცია, რომ ელექტროენერგიის გადასახადი შემცირდა, მაგრამ მატარებელს რომ ვაგონები შემოჰყვება, ისე მოჰყვა ამბავი, რომ ორი გადასახადი გაძვირდა. ზოგადად, თუ ვხედავთ, რომ ყველაფერი გაძვირდა, ჩვენი პროდუქცია მომხმარებლამდე რომ მიდის, ღირებულება გადაანგარიშდება. ეს [პროდუქციაზე ფასები] წამიერად არ იზრდება, მაგრამ ორ-სამ თვეში, როდესაც ბუღალტერი თავზე წამოირტყამს: ვაი, ვაი, ეს რა დღეში ვართო, ფასები გადაიხედება", - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები