მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისარი: ვერავინ მოგცემთ 100%-იან გარანტიას, არ ვამბობთ, რომ მოგზაურობა უსაფრთხოა

5ebd384eea700
ნათია თაქთაქიშვილი
14.05.20 16:37
1769
ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარის ადინა-იოანა ვალეანის განცხადებით, ტურისტები, რომლებიც ამ ზაფხულს ევროპაში იმოგზაურებენ, რისკს საკუთარ თავზე აიღებენ.

„ვერავინ მოგცემთ 100%-იან გარანტიებს. არ ვამბობთ, რომ მოგზაურობა უსაფრთხოა. რისკები, როგორიცაა ჯანდაცვისა და ფინანსური გარანტიები, თქვენზეა“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკომისიამ გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს მოუწოდა, გადაარჩინონ „საზაფხულო ტურიზმი“ და გახსნან საზღვრები.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ევროპის ქვეყნებს შორის „შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილება“ საფრთხეს არ შექმნის, თუ თვითმფრინავებში პირბადეების გაკეთება, მატარებლებში კი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება.