მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპა 10 მლნ-მდე "მდარე ხარისხის" ჩინური წამოების პირბადეს აღარ მიიღებს

5ebe84ef9d084
ნათია თაქთაქიშვილი
15.05.20 16:55
1356
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნები 10 მილიონამდე "მდარე ხარისხის" ჩინური წარმოების პირბადეს აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ბოლო ერთი თვეა, პანდემიასთან გასამკლავებლად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჯანდაცვის მუშაკებს ჩინეთიდან მიღებული პირბადეებით ამარაგებს, თუმცა როგორც ირკვევა, სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანები პირბადეების უხარისხობას უჩივიან.

ევროკავშირის 17 ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი საერთო ჯამში, 1.5 მილიონი ჩინური პირბადით მომარაგდა. ცოტა ხნის წინ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში გაგზავნილ 600 ათას პირბადეს არ აქვს ევროკავშირის სერტიფიკატი და სამედიცინო დაწესებულებებში ისინი არ გამოუყენებიათ. ასევე პირბადეების ხარისხით უკმაყოფილოა ნიდერლანდების მთავრობა.

ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის კომისარმა სტელა კირიაკიდსმა გააფრთხილა ყველა ის ქვეყანა, რომლებმაც უკვე მიიღეს ჩინური წარმოების ნიღბები პოტენციურ პრობლემებთან დაკავშირებით და სთხოვა მათ, წუნის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობოს მას, რათა შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.