მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ჩინეთში ფონ დერ ლაიენი და მაკრონი ჩავლენ

641efee07ef0a
მარიამ ვარადაშვილი
25.03.23 18:15
794
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპრილში ჩინეთში ჩავლენ. ევროკავშირის ლიდერების სამინიტის დასრულების შემდეგ, მაკრონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფონ დერ ლაიენს ჩინეთში მასთან ერთად გამგზავრება თავად შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად ჩინეთში ოფიციალური ვიზიტი ევროკომისიის პრესსამსახურმაც დაადასტურა.

როგორც Politico წერს, გასულ კვირაში ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტი ევროკავშირის ლიდერებს აშფოთებთ. სი ძინპინი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც პუტინს მას შემდეგ შეხვდა, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. საერთაშორისო მედია წერს, რომ კრემლისთვის სი ძინპინის ვიზიტი რუსეთის მხარდამჭერი პოზიციის დადასტურებაა. კრემლში სი ძინ პინის ვიზიტის ფარგლებში ხელი 14 დოკუმენტს მოეწერა, მათ შორის, ერთობლივ განცხადებას ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთს არ დაუგმია რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის და ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები