მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ემანუელ მაკრონი ჩინეთში სამი დღით მიემგზავრება

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტს იწყებს. არსებული ინფორმაციით, ის ოფიციალურ პეკინში 3 დღეს დაყოფს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ჩინელ კოლეგასთან ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში, ეს მისი რიგით მე-4 სტუმრობაა ჩინეთში.

პარიზში განმარტავენ, რომ მაკრონი საფრანგეთი-ჩინეთის პირდაპირი სავაჭრო პარტნიორობის გაუმჯობესებაზეც ისაუბრებს. მათ შორის, მიზანი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისეთ სექტორებში, როგორიც ტექნოლოგია და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქტებია.

ოფიციალური პარიზი მოელის, რომ ქვეყნის პირველი პირის ვიზიტით ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობა შემცირდება, განსაკუთრებით კი ჩიპების, ელექტრომობილებისა და იშვიათი მეტალების სექტორებში. 3-დღიანი შეხვედრების დაწყებამდე მაკრონმა მედიასთანაც ისაუბრა და განმარტა, რომ ევროპა ჩინეთთან მიმართებით მკაფიო პოლიტიკას გაატარებს. ერთი მხრივ, გაუწევს წინააღმდეგობას ჩინეთის დომინირებას პრობლემურ სექტორებში, მეორე მხრივ კი, გააღრმავებს თანამშრომლობას ორივე სუბიექტისთვის სასარგებლო მიმართულებებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები