მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპა კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე აცხადებს

5e560e3d534bf
ნათია თაქთაქიშვილი
26.02.20 10:50
2815
ევროპა კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე აცხადებს. კორონავირუსის ფაქტები გამოვლინდა ავსტრიაში, ხორვატიასა და შვეიცარიაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპაში ვირუსი იტალიიდან ვრცელდება. ამას ადასტურებს ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ჯანდაცვის ორგანიზაციები, რომ პირები, რომლებსაც კრონავირუსი დაუდგინდათ იტალიას სტუმრობდნენ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ლათინურ ამერიკაშიც - ვირუსი იტალიიდან დაბრუნებულ ბრაზილიელ მოქალაქეს დაუდასტურდა.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა და გარდაცვალების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს,  სამივე გარდაცვლილი ხანშიშესული იყო. ისინი ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობდნენ.