მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპარლამენტარების რეზოლუცია EU-ში საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გავლენას არ იქონიებს“

62a099c318834
მარიამ ვარადაშვილი
08.06.22 16:44
1263

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო წინ არის. ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ევროპარლამენთში მომზადებული რეზოლუციის პროექტებს ეხებოდა. 

ეროპარლამენტში რამდენიმე რეზოლუციის პროექტი მომზადდა, რაც საქართველოში მედიის საკითხებს ეხება. რეზოლუციის პროექტში ევროკომისიას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვისკენ მოუწოდებენ. 

“[რეზოლუციები] არანაირ გავლენას არ იქონიებს... კანდიდატობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სამი ქვეყნიდან, ვისაც ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე განაცხადი აქვს გაკეთებული საქართველო ყველაზე წინ არის. რეფორმებით და კონკრეტული ნაბიჯებით”, - განაცხადა კალაძემ. 

თბილისის მერი ამ რეზოლუციებს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შედგენილს უწოდებს. 

“მოლოდინი პოზიტიურია, რადგან როგორც ვთქვი ბოლო წლებში საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ბევრი რეფორმა გატარდა, ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, უვიზო მისოვლა არსებობს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგად გვესმის, რომ საბოლოო წევრობითვის ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, თუმცა ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც მზადყოფნას გამოთქვას, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს”,-განაცხადა კალაძემ. 

3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. მთავრობამ კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.