მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 0,5 მილიონით გაიზარდოს - WHO

6185409be8485
ნათია თაქთაქიშვილი
05.11.21 21:40
785
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (World Health Organization) აცხადებს, რომ ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მომავალი წლის თებერვლისთვის შესაძლოა ნახევარი მილიონით გაიზარდოს, რადგან კონტინენტზე ვაქცინაციის ტემპი არადამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ WHO-ს რეგიონური მენეჯერის ჰანს კლუგეს თქმით, ევროპაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელიც შემაშფოთებელია და მიმდინარე კვირის სამშაბათს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

„არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლის 1 თებერვლისთვის ევროპასა და აზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზრდება“, - განაცადა ჰანს კლუგემ.

ამასთან, WHO- ს რეგიონური მენეჯერი აცხადებს, რომ 53 ქვეყნიდან 43 ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორი შესაძლოა საწოლფონდის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით ზრდას განაგრძობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანაში 1 ნოემბრიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესამცირებლად მკაცრი რეგულაციებია დაწესებული.