25.ივლისი .2021 17:28

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება: ნამახვანის მედიაცია ახალ ფაზაში შედის

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება: ნამახვანის მედიაცია ახალ ფაზაში შედის
views 703
უკან

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციის პროცესი ახალ ფაზაში შედის. ორგანიზაციის შეფასებით, საკითხზე სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს შორის 12 ივნისს გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მხარეთა მიერ განსაზღვრული ვალდებულებები ძირითადად შესრულებულია. ორგანიზაციის თანახმად, ახლა მედიაციის ახალი ფაზა უნდა დაიწყოს, რაც პროექტის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას მოიცავს. 

12 ივნისს გამართული მოლაპარაკებების მიზანს რიონის ხეობაში არსებული ვითარების დეესკალაცია წარმოადგენდა, რასაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება უკვე შესრულებულად მიიჩნევს, რადგან ადგილიდან რკინის ღობე აღებულია, ხოლო ორი აქტივისტი, ვინც სახელმწიფომ დააკავა გათავისუფლებულია. 

"მედიაციის შემდეგი ფაზა პროექტის გარემოზე ზემოქმედების და პროექტის სახელშეკრულებლო ჩარჩოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეფასებას წარმოადგენს. ამ პროცესის მიზანია მოხდეს ამ მიმართულებებით არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი გამორიცხვა. მხარეებმა უკვე განაცხადეს პროცესის წარმართვაზე თანხმობა და მათ ეთხოვათ მონაწილეობა მიიღონ იმ ექსპერტების შერჩევაში, ვინც პროექტით გათვალისწინებული დოკუმენტების გადახედვაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამ პროცესში პროექტის დეველოპერის მონაწილეობა ასევე საკმაოდ სასარგებლო იქნება, რათა შემდეგი ფაზით განსაზღვრული ამოცანები შესრულდეს," - ნათქვამია განცხადებაში.


 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა