მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის ორი მრჩევლის ჯამური ხელფასი 10 000 ლარამდეა, ვინაობა უცნობია

ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს ორი მრჩეველი ჰყავს და მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ჯამურად 9782 ლარია (დარიცხული ოდენობა).

ამის შესახებ ინფორმაცია „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ სამინისტროდან გამოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის და ასევე, ეკონომიკის სამინისტროში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულთა ვინაობის და სახელფასო ანაზღაურების შესახებ საჯარო ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ BMG-მაც გამოითხოვა, მაგრამ ჩვენ არც ვინაობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს და არც - თანამდებობრივი სარგოები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მრჩევლის პოზიციაზე ოთხი პირია დასაქმებული, ფინანსთა სამინისტროში - ორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები