მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ქვეყნების ნაწილი კოვიდრეგულაციებს აუქმებს - WHO კი მიიჩნევს, რომ ეს ჯერ ადრეა

6206c9c131ccc
თამთა ჯიჯავაძე
12.02.22 00:41
1674
ევროპული ქვეყნების ნაწილი კოვიდრეგულაციებს აუქმებს მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები ჯერ ადრეა. ამის შესახებ CNBC წერს.

მაგალითად, დანიისა და ნორვეგიის მსგავსად, შვედეთმა კოვიდრეგულაციების უმრავლესობა უკვე გააუქმა. კერძოდ, გაუქმდა სოციალური დისტანცირების მოთხოვნა, ასევე კოვიდპასპორტები და თავშეყრებისას ადამიანების რაოდენობის შეზღუდვა. ამასთან, გაუქმდა უფასო ტესტირებები. 1 აპრილიდან კი შვედეთის მთავრობა აპირებს კორონავირუსის რეკლასიფიცირებას დაავადებად, რომელიც არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებას.

გასულ კვირას გამოქვეყნებულ პრესრელიზში, შვედეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ სიტუაცია ქვეყანაში ახლა საკმარისად სტაბილურია, თუმცა „ვაქცინაცია კვლავ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია კორონავირუსთან საბრძლოველად“. აღსანიშნავია, რომ შვედეთში მოსახლეობის 73% სრულად არის აცრილი.

ამასობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ აპირებს გააუქმოს რეგულაცია, რომელიც კოვიდინფიცირებულ პირებს თვითიზოლაციას ავალდებულებს.