მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს

62b0a796e421a
თამთა ჯიჯავაძე
20.06.22 20:50
760
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. აქციაზე მომიტინგეების დიდი ნაწილი უკვე შეიკრიბა. თუმცა ეტაპობრივად აქციას უფრო მეტი ადამიანი უერთდება, მათ შორის არიან სტუდენტებიც.

მასშტაბური აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციის „შინ ევროპისკენ“ მიზანია ევროპამ დაინახოს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპული არჩევანი გააკეთეს.