მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვზრუნავთ საცხენოსნო ტურიზმის განვითარებაზე” - Lost Ridge Inn, Brewery & Ranch

64a6b50759401
ნანუკა ნარიმანიძე
07.07.23 01:00
775
საცხენოსნო სკოლა, სასტუმრო და გიდების სახლი Lost Ridge Inn, Brewery & Ranch საქართველოში საცხენოსნო ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს, ამის შესახებ სკოლის დამფუძნებელმა ია თაბაგარმა გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.

“15 წლის წინ დავიწყეთ ღვინის ტურიზმის განვითარება, გადავწყვიტე ამაზე არ გავჩერებულიყავით და ახლა საცხენოსნო ტურიზმის განვითარებაზე ვზრუნავთ, არა მხოლოდ ჩვენს რანჩოსი, არამედ მთელს საქართველოში”, - აღნიშნა ია თაბაგარმა.

მისივე თქმით, საქართველოში ამ მხრივ ინტერესი ძალიან პატარაა.

“საქართველოს მოქალაქეების სეგმენტი,რომელიც ცხენოსნობით სარგებლობს,ძალიან პატარაა, ვერ ვიტყვით, რომ სპორტული ერი ვართ.არ გვყავს ბევრი მომხმარებელი, ამასთან, საქართველოს არ ჰქონდა სტანდარტი, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს საცხენოსნო ტურების გიდი, სწორედ ამიტომ, ცნობიერების ასამაღლებლად შევქმენით პროგრამა და წელს პირველად საქართველოში შედგა 6 თვიანი კურსი, რომლის გავლის შედეგადაც საქართველოს ეყოლება სერტიფიცირებული გიდები”, - დასძინა მან.

აღსანიშნია ისიც, რომ საქართველო წელს პირველად გამოვიდა საცხენოსნო გამოფენაზე გერმანიაში.

“წელს საქართველო პირველად გამოვიდა გამოფენაზე, რომლისთვისაც შევქმენით ვებ-გევრდი, სადაც ხალხი ნახავს, რომ რუკაზე არსებული საქართველო არის საცხენოსნო ტურიზმის მიმართულება”, - განმარტა მან.

ია თაბაგარმა სექტორში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმი პოლიტიზებულია, სექტორსა და ხელისუფლებას შორის კავშირი კი თითქმის არ არის.

“ტურიზმი ძალიან პოლიტიზებულია, უნდა იყოს ერთიანი ხედვა, წარმოუდგენელია გვინდოდეს ევროპელების ჩამოყვანა საქართველოში და გვქონდეს ფრენები აზიიდან, რა თქმა უნდა, ტურიზმი უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ 25 წლის წინაც კი საქართველოს ტურიზმის სექტორმა აირჩია ევროპა თავის პარტნიორად და ამ მიმართულებით უნდა ვმუშაობდეთ, მათ უნდა დავახვედროთ დახვეწილი და უსაფრთხო გარემო, ნამდვილად არ უხარია ევროპას ამდენი რუსი საქართველოში, ამასთან, სექტორსა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი კომუნიკაცია არ არის.მხოლოდ გვაქვს whatsapp ჯგუფი, რაც საკმარისი არ არის, იქ დაწერილ პრობლემებზე და საკითხებზე აღარც პასუხობენ”, - ამბობს ის.

აქვე, Lost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის დამფუძნებელი პრობლემის გადაჭრის გზებზეც საუბრობს.

“რამდენიმე წლის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ შექმნილიყო მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც იქნებოდა ხიდი კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის, ეს კი არასდროს არ შედგა მიუხედავად არაერთი წერილისა და მიმართვისა. Ვფიქრობ, ასეთი ჯგუფი რომ არსებობდეს, ძალიან კარგი იქნებოდა პრობლემის მოსაგვარებლად და ხელისუფლებას უფრო მეტი ეცოდინებოდა პრობლემის შესახებ”, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები