მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook: iPhone-ის პროგრამული ცვლილებები კომპანიის სარეკლამო ბიზნესს აზარალებს

5f4784944add1
ნათია თაქთაქიშვილი
27.08.20 19:20
992
მსოფლიოში ცნობილი სოციალური პლატფორმა Facebook-ი აცხადებს, რომ iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებები კომპანიის სარეკლამო ბიზნესს აზარალებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საქმე იმაშია, რომ Apple-ის ახალი საოპერაციო სისტემა iOS14 კიდევ უფრო ზღუდავს მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომას და მიზნობრივ სარეკლამო აუდიტორიად მათ გამოყენებას ართულებს.  

Facebook-ი აღნიშნავს, რომ თუ მათ მიზნობრივ სარეკლამო აუდტორიაზე წვდომა გაურთულდება, კომპანიას რეკლამიდან შემოსავლები 50%-ით შეუმცირდება. Facebook-ი აცხადებს, რომ Apple-ისგან განმარტებებს ელის, თუმცა ამ დრომდე სმარტფონების მწარმოებელ კომპანიას განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, Apple-ის საოპერაციო სისტემა Google-ის Android-თან ერთად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემაა და როგორც კომპანიამ დაანონსა, iOS 14-ის მთლიანი წარდგენა შემოდგომაზე იგეგმება.