მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ის მოგებამ მესამე კვარტალში $9 მილიარდი შეადგინა

6177fc2ca5e03
ნათია თაქთაქიშვილი
26.10.21 21:39
709
ბოლო პერიოდში მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელის გარშემო ატეხილი სკანდალების მიუხედავად, Facebook-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოგების შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მესამე კვარტალში Facebook-ის მოგებამ 9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს 7.8 მილიარდიანი მოგება დაფიქსირდა. ამასთან კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 30 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში მომხმარებელთა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა და 2.91 მილიარდი შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ 25 ოქტომბრის მონაცემებით, Facebook-ის აქციებზე ფასი 13%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ფასის მატებამ 20%-ი შეადგინა.

შეგახსენებთ, ბოლო სკანდალი სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ყოფილი თანამშრომლის განცხადებას უკავშირდება. კერძოდ, 37 წლის ფრენსის ჰაუგენმა დოკუმენტები გაასაჯაროვა იმის დასამტკიცებლად, რომ სოციალური ქსელი სიძულვილს აღვივებს და ზიანს აყენებს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამასთან მან აღნიშნა, რომ Facebook-ი უსაფრთხოებაზე წინ მოგებას ანიჭებს უპირატესობას. სოციალურმა ქსელმა კრიტიკა უარყო.