მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ის, Twitter-ისა და Instagram-ის ანგარიშები დაჰაკეს

5e3e84d0cbb79
BM.GE
08.02.20 14:05
1529
Facebook-ის, Twitter-ისა და Instagram-ის ანგარიშები დაჰაკეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. გამოცემის ცნობით, გარკვეული ანგარიშები სოციალურ მედიაში დროებით წაიშალა, მოგვიანებით კი აღდგა. ანგარიშის მფლობელებს კი მიუვიდათ შემდეგი შინაარსის წერილები, რომ „FACEBOOK-ის დაჰაკვაც კი შესაძლებელია“, ამიტომ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად უნდა დაუკავშირდნენ OURMINE-ს. ჰაკერული თავდასხმის ავტორი სწორედ ჯგუფი Ourmine იყო.

სოციალური მედიის ანგარიშები უკვე აღდგენილია. კიბერ შეტევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ უბრალოდ კიბერ სისუსტეების ჩვენება სურთ.

Twitter-მა კიბერ თავდასხმა აღიარა.