მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: საქართველოს ეკონომიკა დოლარში 4.8%-ით შემცირდა

5e382e529c7c1
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.20 18:33
1844
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ფადი ასლი საკუთარ Facebook-ზე წერს, რომ იმის მიუხედავად, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა ოფიციალური მაჩვენებლებით 5.2%-ით გაიზარდა, ამ მაჩვენებლით მთავრობას სიამაყის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც ლარის გაუფასურების გამო, მთლიანად საქართველოს ეკონომიკის მოცულობა შემცირებულია. 

"დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი 2018 წელს იყო 2,5345, ხოლო 2019 წელს - 2,8192 (წყარო : საქსტატი).

შესაბამისად, ლარი გაუფასურდა 2019 წლისთვის 10%-ით.

მშპ-ის ზრდა ლარში 2019 წელს იყო 5.2%, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლარში იგი -4,8% იყო.

ჩვენი ეკონომიკური ზრდა შემცირებულია 4,8%-ით დოლარში, ხოლო გაიზარდა ლარში 5,2%-ით დევალვაციის ფონზე და მსგავსი ზრდის აღნიშვნაში არაფერია გასახარებელი და აღსანიშნი!", - წერს ფადი ასლი. 

შეგახსენებთ, რომ საქსტატმა 2020 წლის 31 დეკემბერს გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 5.2% შეადგინა.