ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინებს ვადა პირველ აპრილამდე აქვს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, 3 თვე საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესში ამ დოზების ათვისება მოხდეს.
„ბოლო პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებელმა მოიმატა და დღიურად 13-14 ათასი აცრა ტარდება, მათ შორის არის „ფაიზერის“ ვაქცინა, ბუსტერზე მოთხოვნა გაზრდილია, ეს რიცხვი იანვარში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მარაგები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ვარგისია პირველ აპრილამდე, ამიტომ ჩვენ მათი გამოყენება მომდევნო 3 თვის განმავლობაში თავისუფლად შეგვიძლია, რომ ათვისება სრულად მოხდეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებითი დოზების შემოტანაზე, მათ შორის „ომიკრონზე“ მოდიფიცირებული ვაქცინების შემოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ამავე დროს მიმდინარეობს მოლაპარაკება დამატებითი დოზების მობილიზებაზე, რომელთა ვადები იქნება მომდევნო წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
იმედი გვაქვს, რომ ვაქცინის გარკვეული მოდიფიცირება, რომელიც შესაძლოა „ომიკრონის“ შტამის პასუხად შეიქმნას, ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდება“, - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ