მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფარმაცევტულ კომპანიებს, შესაძლებელია, მოგების მარჟა დაურეგულირდეთ"- მინისტრი

5e03213fb2d19
თათია ჩაფიჩაძე
25.12.19 12:45
2292
„ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლებელია მოგების მარჟა დაურეგულირდეთ“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მისი განმარტებით, უწყებას მოქალაქეებთან ერთად აქვთ კითხვები ფასნამატთან დაკავშირებით და ამაზე მუშაობა „სწორი დისტრიბუციის პრაქტიკის“ დანერგვით იქნება შესაძლებელი.

„მედიცინაში მთავარია მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის, უსაფრთხო მედიკამენტი, სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი, რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მაღალი ხარისიხს მედიკამენტს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება კვლავ ხარისხი და შემდეგ ფასების რეგულირება, რომელიც ასევე იქნება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი.

მრავალი ფაქტორი მოქმედებს ფასზე, მაგრამ ყველაზე პრობლემატური რაც არის ჩვენთვის, ეხება იმას, რომ მოგების მარჟა, რომელიც გააჩნია ფარმაკოლოგიურ კომპანიებს უცნობია. იმისათვის რომ ამაზე შეწყდეს საუბარი და გაეცეს პასუხი კითხვებს რომლებიც ჩვენც და მოქალაქეებსაც გააჩნიათ, არის სწორი გამოვიყენოთ სწორი დისტრიბუციის პრაქტიკა სადაც არის გამჭირვალე, თუ რა პროცენტული დანამატი დაემატება მედიკამენტს საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემდეგ საცალო გაყიდვამდე.

მოგების მარჟა რეგულირდება ყველა ქვეყანაში, შესაბამისად შესაძლებელია დარეგულირდეს საქართველოშიც", - მიიჩნევს ტიკარაძე.