მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: უცხოელი სტუმრები აშშ-ში, შესაძლოა ვაქცინის შექმნამდე ვერ ჩამოვიდნენ

5ee7485405a1d
ნათია თაქთაქიშვილი
15.06.20 15:20
926
აშშ-ის მთავარი ვირუსოლოგის თქმით, უცხოელმა სტუმრებმა ქვეყანაში ჩასვლა შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ან ვაქცინის შექმნამდეც კი ვერ შეძლონ. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩმა ბრიტანულ Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამ ეტაპზე აშშ-ში ჩასვლა აკრძალული აქვთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე ჩინეთიდან და ბრაზილიიდან ჩასულ მოგზაურებს.

ამავე ინტერვიუში ვირუსოლოგმა განაცხადა, რომ ამერიკული კომპანია „მოდერნას“ ვაქცინის გამოცდის უკანასკნელი ფაზა სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში დაიწყება.

„ჩვენ გვაქვს ოთხი ან ხუთი ვაქცინა, რომელთა გამოცდაც ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ გარანტირებულად ვერასდროს ვერაფერს იტყვი“, – განაცხადა ფაუჩიმ.

მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინა სავარაუდოდ წლის ბოლოს იქნება მზად.

15 ივნისის მონაცემებით, აშშ-ში ჯამურად კორონავირუსით ინფიცირების 2,12,288 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 117,858 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 970,050 ინფიცირებული.