მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის კრემლისგან შთაგონებული" - მეთიუ მილერი "რუსულ კანონზე"

მეთიუ მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის "კრემლისგან შთაგონებული კანონმდებლობა".

„იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლისგან შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინწაწევის შესახებ. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და საქართველოს მოვუწოდებთ, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ. თუ მიღებული იქნება, შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებიც ამ სარგებელს აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა არ არის მიზანშეწონილი, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აგენტების კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა.

ვინ დაუჭირა კანონპროექტს მხარი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები