დღეს, კომპანია “ფაზის ოილმა” და აუდიტორულმა კომპანია “Deloitte & Touche”-ის წარმომადგენლობამ ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს. პროექტის მიხედვით, ყულევში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, ქვეყანაში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი წარადგინეს.
“ფაზის ოილის” აღმასრულებელი დირექტორის, გია შავდიას განცხადებით, “ინვესტიციის მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით არის $1.1 მილიარდი, რომელიც მშენებლობის 4 წლის განმავლობაში იქნება ათვისებული".
"ტექნოლოგიებისა და მომწოდებლების თვალსაზრისით ჩვენ უკვე პარტნიორები გვყავს, ზუსტად ვიცით, რა იქნება ჩვენი ტექნოლოგიები; რაც შეეხება დაფინანსებას, კვლევა ერთი თვის წინ დასრულდა. ჩვენ გავედით საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე, რათა მოვიზიდოთ ეს თანხები და დიდი ოპტიმიზმით ვართ განწყობილი", - ამბობს გია შავდია.
დღეს წარდგენილი პროექტის მიხედვით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ შექმნილი პროდუქცია როგორც ექსპორტზე გავა, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.
„სამჯერ მეტი წარმოება ექნება ქარხანას, ვიდრე საქართველო მოიხმარს, აქედან გამომდინარე, საქართველო იმპორტიორი ქვეყნიდან გახდება ექსპორტიორი ქვეყანა. რაც შეეხება ფასებს, ჩვენი გათვლებით, საქართველოს ბაზარზე ფასი, დაახლოებით, 15%-20%-ით დაიწევს და რაც მთავარია, საწვავი იქნება უმაღლესი ხარისხის. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქარხანა არ იქნება მიბმული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე. ჩვენ ვყიდულობთ ნედლეულს საერთაშორისო ბაზარზე. ამჟამად, ჩვენთვის ყველაზე მისღებია ყაზახური ნავთობი, ყველაზე ახლოსაც არის და ამ ნავთობზე არის მთავარი გათვლა. გარდა საქართველოსა და რეგიონისა, გათვლა გვაქვს უკრაინულ ბაზარზეც. ქარხანა გამოუშვებს ევრო5-ისა და ევრო6-ის სტანდარტის პროდუქტს, შესაძლოა ევროპულ ბაზარზეც გავიდეთ. რაც შეეხება საბოლოო ფასს, მთელი ჩვენი გათვლები არის მხოლოდ დამხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა შავდიამ.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, უშუალოდ ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაიწყოს. “ფაიზ ოილის” ინფორმაციითვე, ქარხნის მართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Cepsa და Royal Dutch Shell-ი.
ყულევის ტერიტორიაზე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების იდეა ახალი არაა. 2012 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, შეიქმნა “ყულევის თიზ”-ი, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე კონკრეტული პროექტის განხორციელების ვალდებულებას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Socar-ის შვილობილი კომპანია Socar Georgia Investments-ი იღებდა.
თუმცა, შემდგომში აღნიშნულ პროექტს წინსვლა არ ჰქონია, 2016 წელს კი კომპანია “ფაზის ოილი” Socar Georgia Investments-ის ადგილმონაცვლე გახდა.
კომპანიის დირექტორის გია შავდიას განცხადებით, “ფაზის ოილი” გასული წლების განმავლობაში საინვესტიციო პროექტის მომზადებაზე მუშაობდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ