"თამბაქოს ეპიდემიას ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მათ შორის 7 მილიონი თამბაქოს მომხმარებელია, 1.2 მილიონი კი - პასიური მწეველი“, - ასე ახასიათებს ჯანმო მსოფლიოში არსებულ ტენდენციას და ამ პრობლემის მოგვარებას რეგულაციებისა და აკრძალვების დაწესებით ცდილობს.
ჯანმოს ძალისხმევის მიუხედავად, ვითარება უცვლელია. ორგანიზაციის ვარაუდით, 2025 წლისთვის მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა უცვლელი დარჩება და ის კვლავ 1.1 მილიარდის ტოლი იქნება. ამის მიზეზი კი მომხმარებელთა სიგარეტზე, კერძოდ კი სიგარეტში შემავალ ნივთიერებაზე - ნიკოტინზე დამოკიდებულებაა.
თამბაქოში შემავალი ნიკოტინის შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, რომლის თანახმადაც, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მიზეზს არა ნიკოტინი, არამედ სიგარეტის კვამლში შემავალი ათასობით ქიმიკატი წარმოადგენს.
„სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ქიმიკატების ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ფილტვების დაავადებას, სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებასა და კიბოს“, - წერს ადმინისტრაცია.
ნიკოტინი ზეგავლენას ახდენს ადამიანის ტვინის ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს დოფამინის გამოყოფას, რაც ამცირებს სტრესსა და შფოთვას. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ეს ნივთიერება ერთგვარი სტიმულატორის ფუნქციას ასრულებს, შედეგად იწვევს ყურადღებისა და კონცენტრაციის ზრდას, ასევე მახსოვრობის გაუმჯობესებას, სწავლისა და ინფორმაციის პროცესინგის დაჩქარებას.
სიგარეტის მოხმარების შედეგად ორგანიზმში ნიკოტინის მოხვედრას სულ რაღაც 7 წამი ესაჭიროება. შედეგად, ადამიანს სიგარეტზე, კერძოდ კი მასში არსებულ ნიკოტინზე უჩნდება დამოკიდებულება.
განცხადებაში FDA მოზარდებისა და ორსულად მყოფთა მიერ თამბაქოს მოხმარების საფრთხეებს უსვამს ხაზს. მოზარდების შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს ნივთიერების ტვინზე ზემოქმედება - რადგან მათი ტვინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ შედარებით მარტივია, ისინი დამოკიდებულები გახდნენ ნიკოტინზე, - წერს ადმინისტრაცია.
„გრძელვადიან პერიოდში მოზარდ მწეველს უვითარდება ცვალებადი ხასიათი და ის ხდება იმპულსური. ფეხმძიმობის დროს კი, ნიკოტინმა შესაძლოა შეაღწიოს პლაცენტაში და გამოიწვიოს: ადრეული მშობიარობა, მშობიარობის დროს სასუნთქი გზების გათიშვა, რიგ შემთხვევებში კი, ჩვილის სიკვდილიც. სწორედ ამიტომ, არცერთი თამბაქოს პროდუქტი არის უსაფრთხო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
რაც შეეხება ზრდასრულებს, ნიკოტინის შემცველი პროდუქტები მათი ჯანმრთელობისთვის განსხვავებული საფრთხის მატარებელია.
FDA-ს მიერ შემუშავებულ სიაში ტრადიციული სიგარეტი და ის პროდუქტები, რომლებიც წვას საჭიროებენ, მოხმარების დროს 7 000-მდე მავნე ქიმიკატს აფრქვევენ და ნიკოტინზე დამოკიდებულების გაჩენის პოტენციალის მაქსიმიზაციას ახდენენ, შესაბამისად, ისინი საფრთხის შემცველ თამბაქოს პროდუქტთა სიაში ლიდერის პოზიციას იკავებენ.
„ტრადიციული სიგარეტი ყველაზე დიდი რისკის შემცველია, ნიკოტინის ჩამნაცვლებელი პროდუქტი - ყველაზე ნაკლები ზიანის მქონე, მათ შორის კი მოთავსებულია ისეთი თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები, როგორებიც არის: ელექტრობული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები“, - აცხადებს FDA.
საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის უმთავრეს მიზანს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ FDA-ს მიერ შემუშავებული თამბაქოს რეგულირების გეგმა ნიკოტინისა და მასზე დამოკიდებულების შემცირებისკენ არის მიმართული. ადმინისტრაცია აგრძელებს კვლევებს იმისათვის, რომ მომხმარებელს ნაკლები რისკის მქონე ნიკოტინის შემცველი პროდუქტი შესთავაზოს. ასეთ მოწყობილობათა რიცხვს კი ნიკოტინის მიმწოდებელი ელექტრონული სისტემა (ENDS), ან ელექტრონული სიგარეტები მიეკუთვნება.
„იმისათვის, რომ გავიგოთ რა გავლენას ახდენს ელექტრონული სიგარეტები ინდივიდისა და პოპულაციის ჯანმრთელობაზე, უფრო მეტი კვლევის ჩატარება არის საჭირო, თუმცა მრავალი ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველია“, - განაცხადა საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?