„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ალბათ, ლოგიკურია“, - ასე აფასებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე BMG-სთან საუბრისას, მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებულ მაჩვენებელს. ის თვლის, რომ FDI-ის კლების ტრენდი წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
„ეს კოვიდის თანმდევი ფაქტორია და წლის ბოლომდე ასეთი ტრენდი გაგრძელდება, რაც ლოგიკურად მეჩვენება. რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, ის კრიზისიდან უფრო მდგრადად გამოვიდა. ბოლო 3 თვეში არათუ კლება, არამედ ზრდა აღინიშნება და აქედან გამომდინარე, ის შედეგები, რაც ფინანსურ სექტორს აქვს, ლოგიკურია“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თიბისი გენერალური დირექტორის შეფასებით, ეკონომიკის აღდგენა კარგი ტემპით მიმდინარეობს და ამ პირობებში კომერციული ბანკების მიერ ახალი სესხების გაცემის მაჩვენებლებიც პოზიტიურია.
„ეკონომიკა ბოლო თვეებში კარგად უმჯობესდება და ამის მამოძრავებელი, პირველ რიგში, ექსპორტია; მეორე - ტურიზმია, რომელიც ცოცხლდება, 2019 წლის შედეგები ჯერ არ არის მიღწეული, თუმცა ყოველთვიურად უკეთესი შედეგებია და მესამე ფაქტორი საბანკო სექტორის აქტივობაა, რაშიც ახალი სესხების გაცემას ვგულისხმობ, ყველა მიმართულებაში დაწყებული მცირე ბიზნესიდან, კორპორაციული და ფიზიკური პირების დაფინანსებით, რაც ირიბად ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს“, - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია, ხოლო მეორე კვარტალში შემოსული ინვესტიციის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა და 234.2 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და ამ მიმართულებით FDI-მ 82 მლნ დოლარი შეადგინა. ჯამში 2021 წლის 6 თვეში 180 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი