სახელმწიფო ფერმერებისთვის „იაფი აგროდიზელის“ პროგრამის აღდგენაზე მუშაობს - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა პარლამენტში აგრარულ კომიტეტზე უმრავლესობის წევრ შალვა კერესელიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა: დიზელის გაძვირების გამო აპირებს თუ არა უწყება ფერმერების ხელშეწყობის მიზნით იაფი საწვავის პროგრამის ამოქმედებას, რაც პანდემიის დროს მოქმედებდა. გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო ფერმერების ხელშეწყობის განახლებულ პროგრამას 7-10 დღეში წარადგენს. მისივე თქმით, მუშაობა კვლავ „სოკართან“ მიმდინარეობს, თუმცა ჯერ შედეგები არ აქვთ.
„გადაწყვეტილება არის და დღის სინათლეს მალე იხილავს. მცირე ფერმერებისთვის საწვავის ნაწილში დახმარების პროგრამის აღდგენაზე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ ეს შედეგიც იქნება. შესაბამისად, იმედი მაქვს, ფერმერებს საწვავს შეღავათიან ფასად მივაწვდით, რაც ადრე გვქონდა. ეს სამუშაო ვერსიაა და 7-10 დღეში ეს გადაწყვეტილებაც გვექნება.
ჩვენ კვლავ „სოკართან“ ვმუშაობთ, თუმცა დიდ წარმატებას ვერ ვაღწევთ. მათთვის მაშინ(2020 წელს) ამ ნაბიჯის გადადგმა მომგებიანი იყო, რადგან იმ პერიოდში ბარელი ნავთობის გაუფასურებამ, მარაგები შეუქმნათ და სად წაეღოთ გადამუშავებული საწვავი არ იცოდნენ.
ვმუშაობთ „სოკართან“, რომ საწვავი შეღავათიანი პირობებით ისევ მოგვცეს, თუმცა აქ კონკრეტული გადაწყვეტილება არ გვაქვს“, - განაცხადა ხანიშვილმა და ისიც დასძინა, რომ დღეისთვის ეკონომიკის სამინისტროში მუშაობა საწვავის სხვადასხვა შემომტანებთან, ზოგადად საწვავის 40-50 თეთრით გაიაფებაზე მიმდინარეობს.
ცნობისთვის: „იაფი აგროდიზელის“ პროგრამა გიორგი გახარიას პრემიერობის დროს 2020 წლის მაისიდან ამოქმედდა და 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებული იყო 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დიზელის საწვავი ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეესყიდათ კომპანიის "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება