მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერძევეობაში 2023 წელს, დამატებით 500-მდე ბენეფიციარის დაფინანსებაა გათვალისწინებული

64412649be953
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 20:52
723
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მერძევეობის მიმართულებით 2023 წელს, დამატებით 500-მდე ბენეფიციარის დაფინანსებაა გათვალისწინებული. მიმდინარე წლის ინვესტიციის ოდენობა 11 მლნ ლარს აღემატება, ხოლო თანადაფინანსებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამის შესახებ ისაუბრა.

„მერძევეობის მოდერნიზაციის მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD), რომლის ფინანსური მხარდაჭერით, 2020-2022 წლებში, 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა. ჯამური ინვესტიცია 28 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 20 მლნ ლარზე მეტია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პროგრამის ფარგლებში ძირითადად ფინანსდება რძის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისათვის, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა, ვეტერინარია და სანაშენე საქმიანობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები