მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ენერგოსისტემა EU-ს ერთიან ენერგოსისტემას შესაძლოა მიმდინარე კვირაში შეუერთდეს

62276efcd798b
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.22 19:05
762
უკრაინის ენერგოსისტემის, ევროკავშირის ერთიან ენერგოსისტემასთან მიერთება შესაძლოა მიმდინარე კვირაში მოხდეს. ამის შესახებ უკრაინაში გამართული ტელემარათონის დროს ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ განაცხადა.

„ახლა სინქრონიზაციის ტექნიკური პროცესი სრულდება. ამ დღეებში ყველაფერი დამთავრდება და ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ იმას, რომ უახლოეს კვირაში შევუერთდებით ევროკავშირის ენერგოსისტემას“, - განაცხადა მან.

მინისტრმა განმარტა, რომ ოკუპანტების მიერ ცეცხლის წარმოების გამო უკრაინის ენერგოსისტემამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

„სინამდვილეში ეს ათეულობით მილიარდი გრივნაა. ჩვენ ეს რიცხვები წინასწარ დავითვალეთ, თუმცა გამარჯვების შემდეგ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ. ჩვენს ენერგოსისტემას უფრო სანდოს, თანამედროვეს გავხდით და ის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს უპასუხებს. მით უმეტეს დარწმუნებული ვარ,ევროკავშირის ერთიანი ენერგოსისტემის ნაწილი ვიქნებით“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

გერმან გალუშენკოს თქმით, უკრაინის ენერგოსისტემა სტაბილურად მუშაობს, თუმცა დონეცკი-მარიუპოლისა გაზსადენსა და კიევის ჩრდილოეთით ელექტრო ქსელში დიდი დაზიანებებია.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის შუა ღამეს უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებიდან გაითიშა. ამ ქვეყნებთან ერთად საერთო ენერგოსისტემაში უკრაინა საბჭოთა კავშირის დროიდან იყო. 24 თებერვლის დილის საათებში კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო. 24-26 თებერვალს უკრაინის ენერგოსისტემის გეგმიურმა საცდელმა გათიშვის შედეგად, მისი ავტომატური მუშაობა წარმატებით განხორციელდა, რამაც ენერგოსისტემის დამოუკიდებელ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა დაამტკიცა. შედეგად უკრაინამ რუსეთ-ბელარუსის ენერგოსისტემასთან ხელახალ მიერთებაზე უარი განაცხადა. უკრაინის ენერგოსისტემის საცდელი გათიშვა რუსეთ-ბელარუსის ენერგოქსელიდან უკრაინის ენერგოსისტემის დამოუკიდებელი და ასევე მოლდოვასთან საერთო ბლოკის მუშაობის გამოსაცდელად მოხდა, რათა საბოლოოდ, უკრაინა ევროპული სისტემის ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორების ENTSO-E-ს შეერთებოდა. მასში 35 ქვეყნიდან 42 ოპერატორი შედის.