მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსისტი შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე: ეს კიდევ უფრო გააღარიბებს ადამიანებს

5d85134fa5762
თელარა გელანტია
21.09.19 16:30
1547
ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს მიაჩნია, რომ შრომის კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით და ავტორობით მომზადებული ცვლილებები დამღუპველი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის.

„იმედია, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში არც გავა; თუ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ სამი მოსმენით მიიღო და დაამტკიცა არსებული ვარიანტი, ეს ფაქტობრვად, დამღუპველი იქნება ეკონომიკისთვის; ავამდყოფს წამლის მაგივრად რომ საწამლავი მისცე, დაახლოებით, ესეთი სიტუაცია იქნება“, - განაცხადა bm.ge-ისთან გიგა ბედინეიშვილმა და დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია, რა შეიძლება იყოს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი და განზრახვა.

„თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ამით მშრომელთა უფლებებს იცავს, ძალიან ცდება. პირიქით, ამის შედეგი იქნება გაზრდილი უმუშევრობა, შენელებული ეკონომიკა და ეს ყველაფერი, ჯამში, კიდევ უფრო გააღარიბებს ადამიანებს, ამიტომ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი დადგება. მოკლედ, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ არავინ კომპეტენტურმა არ გათვალა, ამან რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას“, - განაცხადა ფინანსისტმა.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ პარლამენტშიც არ დაინიცირებულა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ეკონომიკის სამინისტრომაც.
„ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და ბიზნესის ინტერესებს შორის ანუ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული როგორც - დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებები.

ამასთან, აუცილებელია, წარმოდგენილ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასების გაკეთება, რათა განისაზღვროს რა გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტი ბიზნეს გარემოზე და ზოგადად, ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.