მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

5d8c7a547c623
ლიკა გურაბანიძე
26.09.19 13:00
1497
„ვერ იპოვით ვერცერთ ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელსაც არა თუ დაემუქრნენ, არამედ არც უთხოვია არავის, "ხომ არ გადახედავდით?  ხომ არ გადაიფიქრეთ?“ - ამის შესახებ ფინანსთა მინსიტრმა ივანე მაჭავარიანმა მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

კერძოდ, „ლელოს“ და „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „მთავარ არხთან" საუბარისას განაცხადა, რომ 2018 წელს „სესხების ჩამოწერის პროგრამა იყო თავს მოხვეული და არასასურველ პირობებზე ბანკებს დათანხმება აიძულეს".

როგორც ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, ის ვალების განულების პროგრამაში სრულად იყო ჩართული და პროცესი  აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიდიოდა.

„იყო ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და თითქმის ყველა ბანკი. ზოგიერთმა საერთოდ ინტერესი არ გამოხატა, მაგალითად, ეს იყო "პროკრედიტ ბანკი" და დაახლოებით 14-15 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ვერ იპოვით ვერცერთ ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელსაც არა თუ დაემუქრნენ, არამედ არც უთხოვია არავის, "ხომ არ გადახედავდით?  ხომ არ გადაიფიქრეთ?" 

ვინც დარჩა და ვალების ჩამოწერაში მონაწილეობა მიიღო, აბსოლუტურად ყველამ საკმაოდ სარფიანად იხეირა, იმიტომ, რომ მანდ დიდი კომპონენტი ულიმიტო ვალების იყო, რომლის ამოღებაც პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას შემთხვევაში კომპენსირება ერთი და იგივე განაკვეთით მოხდა, რათა სპეკულაციები არ ყოფილიყო. მოიკითხეთ მათთან, ვინც მონაწილეობდა და ვინც არ მონაწილეობდა- იყო თუ არა მუქარა, ზეწოლა ან რაიმე ტიპის გართულება?,- აცხადებს მაჭავარიანი. 

მინისტრი მამუკა ხაზარაძეს ტყუილში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მის კაბინეტში ბიზნესს მხოლოდ მხარდაჭერა აქვს.  

„პოლიტიკას რომ იწყებ, არ მესმის დიდი მსუყე ტყუილით რატომ უნდა დაიწყო? თითქოს ჩემთან ოთახში ხდებოდა ზეწოლა. არ ვიცი ეს ტყუილი რას ემსახურება და ადამიანი ასე რატომ უნდა იწყებდეს პოლიტიკას? აქედან გამომდინარე, ის რაც ხდებოდა ამ დრომდე ჩემს კაბინეტში და რაც ამის შემდეგ მოხდება, იქნება ერთადერთი:  ერთი მხრივ ბიზნეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იმავდროულად დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესი. მგონია, რომ ეს შუალედი ჩვენ გვიჭირავს. ბიზნესს ჩვენგან მხოლოდ მხარდაჭერა ექნება ერთი დაშვებით, რომ მათ გადასახადები უნდა გადაიხადონ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.