მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი ტელევიზიებისთვის ინკასოს დადების მიზეზებს განმარტავს - exclusive

5e049dabf2a1d
ინგა მურუსიძე
26.12.19 15:49
2847
ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიებისთვის ინკასოს დადება ერთგვარი პრევენციული გადაწყვეტილება იყო.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

ვანო მაჭავრიანმა ვრცლად ისაუბრა ინკასოს დადებამდე ტელევიზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაზე. ასევე, აგვისტოში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასა  და სურათზე, რომელიც როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, „ტელევიზიების მხრიდან, გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ შეცვლილა“.

„ჩემ მიერ აგვისტოში გაკეთებული განცხადება ყველამ იცის; მას შემდეგ ხდება ისე, რომ 1 ოქტომბრის შემდგომ იწყება ვალის დაგროვება თავიდან, მათ შორის „TV პირველის“ მიერ. ერთხელ სექტემბერში მოგვმართა კომპანიამ წერილით, ითხოვა ვალის გადავადება 10 დღით, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა და გადავავადეთ; ბოლო წერილი შემოვიდა ნოემბერში და კომპანია ისევ ითხოვს დავალიანების  10 დღით გადავადებას. 1 ოქტომბრიდან გუშინდელ დღემდე ანუ ინკასომდე “TV პირველმა“ გააორმაგა ვალი ანუ კომპანია ერთი-ერთში გადის იმ გზას, რაც „რუსთავი 2“-მა 2016 წელს დაიწყო - „წერილი, დარღვევა, დაგროვება და ა.შ.“ იმის გამო, რომ ძველი და ახალი ვალები გაგვერჩია ერთმანეთისგან, ვთქვით, რომ ახალი ათვლა დავიწყოთ 1 ოქტომბრიდან. ყველა დანარჩენ ვალს დავარქვათ ძველი, გავყინოთ, მობრძანდით ვისაუბროთ. ამის შემდეგ ორმაგდება „TV პირველმა“-ის ვალი 2 თვეში, ამ გაორმაგებულ ვალს ახლავს ორი წერილი გადავადების თხოვნით, რომელიც ირღვევა. ამ ყველაფრის შემდეგ არანაირი წინაპირობა და მოცემულობა არ არსებობდა, რომ ეს ვალი არ გასამმაგდებოდა... ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ, რომ არა ინკასოს გადაწყვეტილება, ტელევიზიების მხრიდან გადასახადების არგადახდის ისტორია არასდროს დამთავრდებოდა.

„ეს ყველაფერი პრევენციულად ვქენით. დღეს “TV პირველისთვის“ არ არის ეს მძიმე თანხა; ამბობენ, რომ პრინციპის საკითხია, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა ახლა და გაგვეკეთებინა ორ თვეში, თანხა იქნებოდა ძალიან მძიმე, თან შუა არჩევნების დროს და მაშინ უკვე ტელევიზია იტყოდა - „თქვენ ჩვენ ამით გვხურავთ“. ამის პრევენციაც იყო. ერთმნიშვნელოვნად, მთელი პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ ამ ყველაფერში იოტისოდენა პოლიტიკაც არ არის“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან ტელევიზიების დავალიანების საკითხზე - VIDEO