ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში დღეს გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგება პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა იმ საგადასახადო შეღავათების შესახებ, რასაც თიზ-ებში მოღვაწე კრიპტოვალუტების მწარმოებლები იღებენ. ამის შესახებ კაკაურიძემ ფრაქცია “ლელოს” წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ფაქტი, რომ კრიტპოვალუტის მომპოვებლები, რომელთაც მნიშვნელოვანი მოცულობის შემოსავლები აქვთ, თიზ-ებში საქმიანობის გამო არ იხდიან გადასახადებს, პრობლემას წარმოადგენს. დეპუტატის თქმით, ეს მათი “სუბსიდირების ტოლფასია”. დეპუტატის ამ განცხადებას გიორგი კაკაურიძემ უპასუხა. მისი თქმით, პირადად არაა წინააღმდეგი, თუკი პარლამენტი თიზ-ებში უშუალოდ კრიპტოვალუტების მაინინგის დაბეგვრის პროცესის შეცვლაზე იმსჯელებს. ამასთანავე, კაკაურიძე განმარტავს, რომ ექსპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, ხოლო მაინინგი საქონლის ექსპორტით მიწოდებად ითვლება.
გარდა ამის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თიზ-ების ტერიტორიაზე კრიპტოვალუტების მწარმოებლების გადასახადებისგან გათავისუფლება მათ სუბსიდირებად არ უნდა ჩაითვალოს.
“სუბსიდია ნამდვილად არ ხდება.
არ ვიცი რამდენად სწორია, გარკვეულწილად, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ის შეღავათები, რომლებიც არსებობს... ჯამურად, თიზ-ებზე ვსაუბრობ და არა - კონკრეტულად ამ [მაინინგის] სფეროზე.
რაც შეეხება უფრო დეტალურად კრიპტოვალუტის მოპოვებას, კანონით დღგ-ისგან გათავისუფლებულია თიზ-ებში მოქმედი საწარმო, რადგან წარმოადგენს ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიას. კოდექსით ასე არის განმარტებული, რომ ექსპორტი ხდება. ექსპორტის დროს კი, წარმოება დღგ-ით არ იბეგრება.
ვიმსჯელოთ, მე არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ ზოგადად, დაბეგვრა მოხდეს ამ მიმართულებით თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. მე არ ვიცი რამდენად შესაძლებელია სექტორების მიხედვით დავყოთ ეს, რომ თუ თიზ-ში ასეთი საწარმო იქნა, ის დაიბეგროს და თუ არ იქნა, არ დაიბეგროს. ტექნიკურად შეიძლება ვიმსჯელოთ.
ის, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის რეჟიმი არსებობს, ეს გარკვეულწილად ხელმშემწყობი არის, თუმცა კიდევ ერთხელ, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გავიმეორებ, რომ მზად ვარ იმაზე მსჯელობისთვის, რომ ეს შეღავათები გადაიხედოს და სხვანაირი დაწესდეს თუ მაინც და მაინც გვინდა, რომ კონკრეტილ სექტორში კონკრეტულ ადგილზე იყოს შეღავათები,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
რა მასშტაბისაა მაინინგი საქართველოში?
მარტში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დასმულ კითხვაზე პასუხისას თქვა, რომ 2020 წელს მაინინგზე საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 2% მოდიოდა.
“2020 წლის მონაცემებით, მთელი ჩვენი მოხმარების 2% არის მაინინგით დაკავებული კომპანიების მოხმარება,” - განაცხადა თურნავამ. ეს 2019 წელთან შედარებით მაინინგის მოცულობის რამდენჯერმე შემცირებას ნიშნავს.
2020 წელს მსხვილ დატა ცენტრებს შორის ყველაზე მეტი - 132 მილიონი კილოვატ სათის მოცულობის ელექტროენერგია “ბი ეფ დი სი საქართველომ” ანუ Bitfury-იმ შეიძინა. ეს 2020 წელს ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 1.08% იყო. ესკოს სტატისტიკაში არ არის აღნიშნული თუ რამდენი ელექტროენერგია მოიხმარა 2020 წელს მილიარდერ იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებულმა მაინინგ კომპანია "ბლოქფაუერმა". ასევე კომპანიებმა "აითილებმა" და "ჯეომეინთენანსმა".
კრიპტოვალუტების მომპოვებელი კომპანიების ენერგომოხმარება ბევრად უფრო დიდი იყო 2019 წელს. ამ წლის განმავლობაში ესკოს მონაცემებით, მსხვილმა მაინინგ კომპანიებმა 785.5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც საქართველოს ელექტრომოხმარების 6.15% იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო