მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინტექებით დაინტერესებული პირებისთვის სებ-ს შეთავაზება აქვს

632dd8e98466e
BM.GE
23.09.22 21:00
651
ფინტექების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს "პლატფორმის" სახით არსებობის შესაძლებლობას სთავაზობს.

სებ-ის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესში უკვე შევიდა

"განხორციელებული ცვლილებების მთავარ მიზანს არსებული ჩარჩოს გაუმჯობესება წარმოადგენს, რომლის მიხედვით, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის მისაწოდებელი ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამური მოცულობის ლიმიტი 3-დან 10 მილიონ ლარამდე იზრდება. აღნიშნული დაეხმარება სესხის გამცემ ორგანიზაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებლების შესახებ მიიღონ უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია, რაც თავის მხრივ, ასევე პოტენციურ მსესხებლებსაც გაუმარტივებს სესხის გამცემ ორგანიზაციებთან ურთიერთობის პროცესს.

ცვლილებით დადგინდა არასანქცირებული ვალდებულების მინიმალური ნაშთის ოდენობაც, რომლის არსებობის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია არ მიაწოდოს ინფორმაცია საკრედიტო - საინფორმაციო ბიუროს. კერძოდ, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია, არ მიაწოდოს საკრედიტო - საინფორმაციო ბიუროს ინფორმაცია პირის სახელზე არსებული 100 (ასი) ლარის არასანქცირებული ვალდებულების შესახებ. ამასთან, დაზუსტდა ელექტრონული ფორმით მისაღები თანხმობების მიმართ მოთხოვნები.

ცვლილებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ფულადი გზავნილების საერთო ბაზის შექმნის უზრუნველსაყოფად გარკვეული მოთხოვნების დაწესება. კერძოდ, სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მათთან განაღდებული ფულადი გზავნილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, ხოლო, თავის მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებული იქნება პირის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია ასახოს საკრედიტო ან/და სხვა ტიპის ანგარიშისგან დამოუკიდებელ ანგარიშგებაში, რომელზეც წვდომა მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ. აღნიშნული ცვლილება მომხმარებლებს გაუმარტივებს საჭიროებისამებრ სათანადო პერსონალური მონაცემების გაზიარების პროცესს.

ცვლილებები ითვალისწინებს პრაქტიკაში გამოვლენილი რიგი საკითხების დაზუსტებას და შესაბამისი მოთხოვნების დახვეწას, მათ შორის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ბაზებში ინფორმაციაზე წვდომისა და მომხმარებელთა პრეტენზიის მოკვლევის მიმართულებით", - წერს სებ-ი.