მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთში რესტორნების მფლობელები საგანგებო მდგომარეობას აპროტესტებენ

6017fdb89b17d
ნათია თაქთაქიშვილი
01.02.21 19:31
880
უნგრეთში რესტორნების მფლობელები საგანგებო მდგომარეობას აპროტესტებენ. პროტესტის მიზეზი მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. საქმე იმაშია, რომ 100-მდე რესტორნის მფლობელი კაფე-რესტორნების გახსნას გეგმავდა, თუმცა მათ მთავრობა სანქციებით დაემუქრა და გააფრთხილა, რომ გახსნის შემთხვევაში, 16,990 აშშ დოლარით დაჯარიმდებოდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრვიქტორ ორბანის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა კოვიდ-აკრძალვების შემსუბუქებაზე მხოლოდ მას შემდეგ იფიქრებს, რაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შემცირებას დაიწყებს.

ამჟამად საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დახურულია სკოლები, რესტორნები და კაფე-ბარები.

უნგრეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა მიმდინარე კვირას რუსეთისგან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის Sputnik V-ის შეძენას განიხილავს. უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველი იქნება, ვინც რუსულ ვაქცინას შეიძენს. ასევე, უნგრეთი  ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის შეძენას განიხილავს.

ბოლო 24 საათში, უნგრეთში კორონავირუსის 367,586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12,524 ადამიანი.