მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ პოლონეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს WTO-ში უჩივლა

ხორბალი

უკრაინამ პოლონეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) სარჩელი შეიტანა. მიზეზი ამ ქვეყნების მიერ უკრაინულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე აკრძალვის მოხსნაზე უარის თქმაა. ინფორმაციას უკრაინული მერია უკრაინის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

"მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების გადაწყვეტის წესებისა და პროცედურების შეთანხმების შესაბამისად, უკრაინამ WTO-ს ფარგლებში სლოვაკეთთან, პოლონეთთან და უნგრეთთან კონსულტაციების გამართვის მოთხოვნის განაცხადი გააკეთა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინული აგროსასურსათო პროდუქციაზე ცალმხრივი შეზღუდვის შედეგად ექსპორტიორები დიდ დანაკარგებს განიცდიან, დამატებითი ხარჯები აქვთ და საერთაშორისო შეთანხმებების შესრულება არ შეუძლიათ. უკრაინა ამგვარად ევროკავშირის სამი ქვეყნის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას ხედავს. ამასთან უკრაინული მხარე თვლის, რომ ვაჭრობის დარგში ევროკავშირის  წევრი ქვეყნების ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია და ბლოკის ყველა წევრმა ქვეყანამ სავაჭრო პოლიტიკა უნდა დააკორდინირონ და შეათანხმონ, რადგან ის ევროკავშირის კომპეტენციას ეხება.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ აღნიშნა, უკრაინისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დაამტკიცოს, რომ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს უკრაინული საქონლის იმპორტის აკრძალვა არ შეუძლიათ.

„ამავე დროს ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმწიფოები თავის შეზღუდვებს მოხსნიან და ჩვენ სასამართლოში ურთიერთობის გარკვევა დიდხანს არ მოგვიწევს“, - განაცხადა სვირიდენკომ.

ცნობისთვის: ევროკომისიამ მაისიდან უკრაინიდან ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ხორბლისა და სიმინდის ექსპორტი დროებით აკრძალა. შეზღუდვა 15 სექტემბრის ჩათვლით, მოქმედებდა და ევროკომისიამ ამ თარიღის შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინა-ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის მაგალითია.

რატომ ბლოკავენ უკრაინული ხორბლის იმპორტს ევროპის ქვეყნები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები