მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ბლოკავენ უკრაინული ხორბლის იმპორტს ევროპის ქვეყნები?

ხორბალი

გასულ კვირაში ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო.

როგორც Politico წერს, ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო. საპასუხოდ პოლონეთის მთავრობა დაიმუქრა რომ ცალმხრივად აკრძალავს იმპორტს, რაც თავის მხრივ დაარღვევს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პრინციპს.

მანამდე უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ იმავეს გააკეთებდნენ ევროკომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინა-ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის მაგალითია. 

ევროკომისიამ მაისიდან უკრაინიდან ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ხორბლისა და სიმინდის ექსპორტი დროებით აკრძალა.

შედარებით იაფი უკრაინული პროდუქციის შემოდინებამ გადასახადების არარსებობის გამო გამოიწვია ის, რომ ამ ქვეყნების ფერმერების საკუთარ პროდუქტებს კონკურენტუნარიანობა შეუმცირდა. ამ გადაწყვეტილებას წინ პოლონეთის მთავრობის აქტიური კამპანია უძღოდა, რომლებიც ითხოვდა აკრძალვა სულ მცირე წლის ბოლომდე ყოფილიყო ძალაში. Politico-ს თანახმად, პოლონური მხარის მოთხოვნა ქვეყანაში არჩევნებსაც უკავშირდება, სადაც მემარჯვენე მთავრობა ხელისუფლებაში დარჩენას მესამე ვადით ცდილობს და სურს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულების ხმები მიიღოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები