მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-ი 2021 წლისთვის აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებს

5f15ef143954b
თამთა ჯიჯავაძე
21.07.20 00:15
1374
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის პროგნოზით, აზერბაიჯანის მშპ 2021 წლისთვის 2.5%-ით აღდგება, 2022 წლისთვის კი 2.8%-ით. ამის მიზეზი ნაწილობრივ ნავთობზე ფასების და მოთხოვნის ზრდის დაწყებაა. ინფორმაციას Azernews-ი ავრცელებს.

Fitch-ის პროგნოზით, მშპ-ის ზრდა 2020 წლისთვის აზერბაიჯანში 4.2%-ით შემცირდება. ეს კორონავირუსის გამო მთავარ ქალაქებში ე.წ ლოქდაუნის შედეგია. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანია აპრილში აზერბაიჯანის ეკონომიკის 4.8%-ით შემცირებას პროგნოზირებდა.

ნავთობის ბაზარზე ძვრებმა აზერბაიჯანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა, ვინაიდან ეს ქვეყანა მეტწილად დამოკიდებულია ენერგორესურსებზე – გაზსა და ნავთობზე, რაზეც მშპ-ის 40% მოდის.