მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, უმსხვილესი ამერიკული ავტომწარმოებელი Ford Motor Company ავტოპილოტის შექმნის ამბიციებზე უარს ამბობს და ARGO AI-ში ინვესტირებას წყვეტს.
Ford-ის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია არასახარბიელო ფინანსურ შედეგებთან, კერძოდ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალი კომპანიამ $827-მილიონიანი ზარალით დაასრულა, კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებით ხარჯების შემცირება კი Ford-ის მენეჯმენტს ამჟამად ყველაზე ოპტიმალურ სტრატეგიად მიაჩნია.
ARGO AI თვითმართვადი ავტოპილოტის შექმნაზე 2017 წლიდან მუშაობდა, თუმცა პროტოტიპის დასრულება კომპანიამ დღემდე ვერ მოახერხა, ამიტომაც Ford-მა და Volkswagen-მა 39-39%-იანი ინვესტიციის გატანა და პროექტის დასრულება გადაწყვიტეს.
Ford-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ARGO საქმიანობას შეწყვეტს, თუმცა იქ დასაქმებული ინჟინრები კომპანია Ford-ში მუშაობის საშუალებას მიიღებენ.
"სრულად ავტონომიური თვითმართვადი ავტომობილები რეალობისგან ჯერაც შორს არის და არაა აუცილებელი, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენით გამოვიგონოთ, დრო თავად მიგვიყვანს ამ ეტაპამდე. ახლა ზედმეტი ხარჯების შემცირებისა და წარმოების ოპტიმიზაციის დროა, წინ რეცესია გველის", - განაცხადა Ford-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი