მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA MODEL Y მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ელექტრომობილია

6477281ed5161
გიორგი თოლორდავა
31.05.23 15:52
996
ელექტრომობილების გლობალურ ბაზარზე ამერიკული კომპანია Tesla დომინაციას ისევ განაგრძობს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ელექტრომობილი Model Y იყო.

საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ სამ თვეში Tesla-მ 267,171 ერთეული Model Y გაიყიდა, აქედან ყველაზე დიდი ბაზრის წილი ჩინეთზე მოდის, სადაც 94,469 ელექტრომობილია გაყიდული; აშშ-ზე 83,664 ერთეული მოდის; ხოლო ევროკავშირის მასშტაბით 71,114 ელექტრომობილი გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ავტომობილებს შორისაც სწორედ Tesla ლიდერობს. ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ხუთეული კი ასე გამოიყურება: Tesla Model Y, Toyota Corolla, Hilux, RAV4 და Camry.

Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა პირდაპირ კავშირშია ფასების შემცირებასთან, ერთწლიან პერიოდში Tesla-ს ელექტრომობილების ფასები დაახლოებით 10,000 დოლარითაა შემცირებული, რაც საკმაოდ დიდი ფასდაკლებაა.

ანალიტიკოსების შეფასებით, Model Y-ის ასეთი პოპულარობა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომი და დახვეწილი საშუალო ზომის ქროსოვერია, Tesla-ს ფლაგმანურ მოდელებთან შედარებით კი ის თითქმის ორჯერ იაფი ღირს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები