18.ოქტომბერი .2021 22:20

Ford-ი ბრიტანეთის საწარმოს გარდაქმნაზე $315 მილიონს დახარჯავს

Ford-ი ბრიტანეთის საწარმოს გარდაქმნაზე $315 მილიონს დახარჯავს
views 658
უკან

ამერიკული ავტოკონცერნი Ford-ი ბრიტანეთში მდებარე საწარმოს გარდაქმნისთვის $315 მილიონს დახარჯავს. ავტოკონცერნის განცხადებით, ტრანსფორმაციის შემდეგ ქარხანა ელექტრომობილების წარმოებაზე გააკეთებს ფოკუსს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

Ford-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინვესტიციაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანამონაწილეობა 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.

„ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას დავიწყოთ ელექტრონული ავტომობილების წარმოება ევროპის მასშტაბით. ჩვენი ვარაუდით, ავტოკონცერნის მიერ წარმოებული ავტომობილების 2/3 სრულიად ელექტრონული ან ჰიბრიდული იქნება დაახლოებით 2030 წლიდან“, - განაცხადა სტიუარტ როულიმ, Ford-ის ევროპის პრეზიდენტმა.

გამოცემა წერს, რომ კომპანია დაახლოებით წელიწადში 250,000 ელექტრონული ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, ამასთან აღნიშნავს, რომ ეს ინვესტიცია ამჟამად არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.