ჩრდ. ამერიკულ პროფკავშირების, United Auto Worker-ის, თითქმის ყოველი მეათე (146 000-დან 13 000) თანამშრომელი დეტროიტში სამი უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ გაიფიცა. General Motors-ის, Ford-ისა და Stellantis-ის თანამშრომლები დამსაქმებლებისგან ხელფასებისა და სამუშაო ბენეფიტების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა UAW-ის 88-წლიან ისტორიაში, როდესაც ერთდროულად ყველა კომპანიაში ათასობით თანამშრომელმა სამსახური ერთდროულად, სამუშაო პროცესშივე მიატოვა. გაფიცვები ამ დროისთვის სამ მსხვილ ქარხანაში, მისურის, მიჩიგანისა და ოჰაიოს შტატებშია დაწყებული, თუმცა პროტესტის ეს ფორმა, სავარაუდოდ, კომპანიების სხვა საწარმოებშიც გადავა.
გაფიცულები კომპანიებისგან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხელფასის 36%-იან ზრდას ითხოვენ, რასაც ავტომწარმოებლებმა 17.5%-დან 20%-მდე ზრდის შეთავაზებით უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ პროტესტს ეს ფორმა ავტომწარმოებლებისთვის არა მხოლოდ წარმოების პროცესს აფერხებს, არამედ კავშირის გაფიცვის $825 მილიონიანი ფონდიდან განსაკუთრებულ რესურსებსაც ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ პროტესტი გაგრძელდება და მას სხვა ქარხნების თანამშრომლებიც შეუერთდებიან, ავტომობილების წარმოების ხარჯები გაიზრდება, რამაც შესაძლოა ჩრდ. ამერიკა მათ დეფიციტამდე, გაზრდილ ფასებამდე ან უცხოური წარმოების ავტომობილებით ჩანაცვლებამდე მიიყვანოს, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ სტრესზეც აისახება, რომელიც ინფლაციის დონის შემცირებით შესუსტდა.
აღსანიშნავია, რომ გაფიცულ მუშებს მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გამოუცხადა და სამივე ავტომწარმოებელ კომპანიას შემოსავლების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.