მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრაქცია „ლელო“ პარლამენტში ბიზნესომბუდსმენის არჩევის ახალ წესს დააინიცირებს

60db014038c50
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.21 18:34
635
დღეს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტში ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა რამდენიმე კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდა. კერძოდმ როგორც ცნობილი გახდა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ბიზნესომბუდსმენის შერჩევის ახალ წესს დააინიცირებს პარლამენტში, რომლითაც ომბუდსმენი ბიზნესის არჩეული და მათი რეალური ლობისტი და ინტერესების დამცველი უნდა იყოს.

„კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო.

შეხვედრის მთავარ თემებს წარმოადგენდა ასევე, საქართველოში საფონდო ბირჟის შექმნა/გაძლიერება. კაპიტალის ბაზრის ფორმირება და ბიზნესისთვის ახალი ფულადი წყაროს გაჩენა“, - აცხადებენ პარტიაში.