ფუტკარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურების დამტვერვის პროცესში, რაც საბოლოო ჯამში, აისახება უხვმოსავლიანობაზე. კორნელის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ფუტკარი მონაწილეობს მსოფლიოში არსებული კულტურების 70 პროცენტის დამტვერვის პროცესში. ამ კულტურებიდან განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება გააჩნია ნუშს. ფუტკარსა და ნუშს აქვთ სიმბიოზური კავშირი და ამ კავშირიდან როგორც ნუში, ასევე ფუტკარიც იღებს სარგებელს.
დამტვერვის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: ყვავილზე დაჯდომისას, ფუტკრის სხეულზე მტვრის მარცვლები ხვდება, რომლებიც მოგვიანებით ფუტკარს სხვა მცენარეებზე გადააქვს უნებლიედ და ამით ხელს უწყობს მათ განაყოფიერებას. რაც შეეხება უშუალოდ ფუტკრის სარგებელს, ამ პროცესში ფუტკარი ყვავილიდან იღებს ნექტარს, რომელსაც შემდეგ საკვებად გარდაქმნის. ნუშის ყვავილის მტვერი საკმაოდ ნოყიერია და იგი 10 ყველაზე საჭირო ამინომჟავას აწვდის ფუტკრებს.
ნუშის ხე ისეთივე პრინციპით ნაყოფიერდება როგორც სხვა მოყვავილე მცენარეები. ნუშის ყვავილს აქვს ღრმა ცენტრალური მტვრის მილაკი, საიდანაც ფუტკარი იღებს საკვებს. იმისათვის, რომ ნუშის ყვავილი განაყოფიერდეს საჭიროა, რომ ჯვარედინად დაიმტვეროს სხვა ჯიშის ნუშის ხეებისგან. შესაბამისად ნუშის ბაღის დაგეგმარების დროს ფერმერები ითვალისწინებენ ამ ფაქტს და არჩევენ ისეთ ჯიშებს, რომელთა ყვავილობაც ერთმანეთს ემთხვევა. ფუტკარი წარმოადგენს მტვრის მარცვლის გადატანის სრულყოფილ მექანიზმს რამდენიმე ჯიშის ხიდან, რომელიც ფერმერს აქვს თავის ბაღში.
იმისათვის, რომ ერთი ნუშის ნაყოფი მივიღოთ, საჭიროა ნუშის ყვავილზე ფუტკრის რამდენჯერმე დაჯდომა. ნუშის ბაღში ერთ ჰექტარზე დაახლოებით საჭიროა ფუტკრის ხუთი ოჯახი. ფუტკარი მოქმედებას იწყებს მაშინვე, როგორც კი პირველ ყვავილს დაინახავს. ამ დროს ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 12-15 C.
არსებობს ორი ტიპის ფუტკარი: მტვრის შემგროვებელი და ნექტრით მკვებავი. ნექტრით მკვებავი ნექტარს ბუტკოსთან შეხების გარეშე იღებს, ხოლო მტვრის მარცვლის შემგროვებელი ფუტკარი - სამტვრე პარკიდან, აქედან გამომდინარე, უფრო დიდი შანსია, რომ შეეხოს ბუტკოს და მოხდეს განაყოფიერება.
სასურველია ბაღში სკების დადგმა, როდესაც ნუშის ყვავილების 10 პროცენტი უკვე გაშლილია. ნუშის ზოგიერთი ყვავილი შედარებით ადრე ყვავილობს, შესაბამისად დაუმტვერავი ყვავილების გამოსარიცხად რამდენიმე სკა უნდა დაიდგას ყვავილობის დასაწყისში. როგორც წესი, ფუტკარი იკვებება ერთ ხეზე და შემდეგ იმავე რიგში გადადის მეორე ხეზე. რეკომენდებულია სკების ყოველ მეორე რიგში დადგმა.
სიახლეების შესახებ ინფორმაციებს გაეცანით საიტზე - www.baraka.ge
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ