საარჩევნო კოდექსის პროექტში არსებობს ჩანაწერი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მედია ორგანიზაციების ზედამხედველობის უფლებამოსილებას ანიჭებს. აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ ამგვარი ნორმის მიღება გაუმართლებელია, რადგანაც ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს სცილდება.
აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი იყო, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების მართვას, რადგან მათი მანდატია საჯარო მმართველობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და მედიის, მათ შორის, არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საშუალებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე ანგარიშგების დავალდებულება გაუმართლებელია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილეbებს დღეს მეორე მოსმენით განიხილავდნენ, კიდევ ერთხელ მოუსმინეს აუდიტის სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის არგუმენტებს, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან კოდექსის იმ ჩანაწერს, რომელიც აუდიტის სამსახურს საარჩევნო პერიოდში მედია ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილებას ანიჭებს.
„აუდიტის სამსახურის კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატი ეხება საბიუჯეტო სახსრებს და არ არის კავშირში მედიის კონტროლთან და მის რეგულირებასთან. ფინანსურ საქმიანობასთან პირდაპირ წვდომა მედიის აუდიტის სამსახურის მხრიდან ეწინააღმდეგება პოლიტიკური ფინანსების მონიტორნგის მიდგომას. ჩვენ რომ ვითხოვთ კერძო კომპანიის შესახებ ინფორმაციას, აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, რადგან შეზღუდულია ჩვენი წვდომა კერძო კომპანიებზე და კერძო პირებზე, არსებული რედაქციით ჩვენ ამ უფლებას ვიძენთ, თუ იგივე პრინციპს გამოვიყენებთ, მაშინ შეგვიძლია პირდაპირ გამოვითხოვოთ ინფორმაცია ბანკებიდან, ქონების სააგენტოდან და ა.შ თუ ჩავთვალეთ, რომ არის პოლიტიკური ტრანზაქციის ნიშნები, რაც არ არის მიზანშეწონილი.
ასევე, აუდიტის ძირითად საქმიანობაში შესყიდვების შესწავლის დროს ჩვენ არასდროს არ ვითხოვთ კერძო კომპანიებიდან ინფორმაციას, თვითონ საბიუჯეტო უწყებები გვაწვდიან ამ ინფორმაციას, რადგან მანდატშეზღუდულია ჩვენი პირდაპირი კავშირი კერძო სუბიექტებთან, შესაბამისად გვგონია, რომ აღნიშნული ფუნქცია გამოიწვევს ჩვენი მანდატის აღრევას, მითუმეტეს, როცა არსებობს უკვე რეგულატორი ამ საკითხის. ესაა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია“, - აცხადებს გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე.
აუდიტის სამსახურის პოზიციას იზიარებს არასამთავრობო სექტორიც.
„ჩვენი შეფასებით, ეს ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველ ნაწილს, თუ ეს ჩანაწერი კანონად იქცევა, რადგან არ ჯდება დეფინიციის არცერთი ნაწილი, რომელიც აუდიტის სამსახურის მანდატთან არის დაკავშირებული. აქედანვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასაც განვიხილავთ, თუ ეს იქნება მიღებული, მითუმეტეს მარეგულირებელ კომისიას როცა გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება“, - აცხადებს სულხან სალაძე.
კომიტეტზე ითქვა, რომ მსგავსი ნორმის კოდექსში ჩაწერა USAID-ის ექსპერტების რეკომენდაცია იყო. მხარეების მოსმენის შემდეგ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ მხარეები თანხმდებიან, შესაძლებელია, რომ ეს ნორმა კოდექსიდან ამოიღონ.
„თუ არის საერთო მოსაზრება, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ პუნქტის შენარჩუნება არსებული სახით შეგვიძლია ასე (ამოვიღოთ)“-განაცხადა კობახიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა