მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში კობახიძის გუნდის მოსმენა გრძელდება - გრაფიკი

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირაში ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის გუნდს უსმენს.

დღეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობების კომიტეტებზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მოუსმენენ;

ხოლო, 15:00 საათიდან ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია", „ძალა ერთობაშია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები მთავრობის შემადგენლობას მოუსმენენ.

8 თებერვალი დასკვნითი დღე იქნება, როდესაც 10:00 საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ მთავრობის შემადგენლობას მოუსმენენ, სადაც პრემიერობის კანდიდატი გამოვა;

11:45 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება, ხოლო 12:00 საათზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე თავისი სამთავრობო გუნდით წარდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები