მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაადგილების შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს

609a3eaa2a2a5
ინგა მურუსიძე
11.05.21 12:21
2870
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის საკითხი შესაძლოა, მაისის ბოლოს გადაიხედოს.

bm.ge-მ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კითხა, თუ როდის შეიძლება მოიხსნას აღნიშნული შეზღუდვა ან რა პასუხი აქვს მთავრობას ბიზნესისთვის, რომლისთვისაც თუნდაც 2 საათით გადაწევა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"ახლა პიკში ვართ და ალბათ არც ეპიდემიოლოგიურად არის გამართლებული, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის სირთულეები და არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ მაისის ბოლოსკენ, იმედია პიკი შემსუბუქდება და შეიძლება შემდეგ გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.