მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე დაინიშნა

630f1ad369034
BM.GE
31.08.22 12:15
1066
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩად დავით დავით ბაქრაძე დაინიშნა - ამის შესახებ გაეროში ყოფილი ელჩის, კახა იმნაძის მიერ twitter-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომელმაც ბაქრაძეს ამ პოსტზე წარმატებები უსურვა. 

ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ელჩის პოზიციაზე მის საქმიანობას ეფექტიანად არ აფასებდა, ამიტომაც მაშინ გაეროში მის გადაყვანაზე  უარი განაცხადა. თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია.

2013 წლის ივლისიდან ამ პოსტს კახა იმნაძე იკავებდა. 

გაეროში ელჩის პოზიციაზე წლიური თანამდებობრივი სარგო 138 ათას დოლარს შეადგენს, რაც საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა.